დამანგრეველი ცუნამი ინდონეზიაში: დაღუპულია 281 ადამიანი

{{ARTICLEIMAGE}}
ინდონეზიაში ცუნამის დროს დაღუპულთა რიცხვი 281-მდე გაიზარდა.

დამანგრეველი ცუნამი კუნძულებს იავას და სუმატრას 22 დეკემბერს, ღამით დაატყდა თავს. ოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება 57 ადამიანი. სტიქიური უბედურების შედეგად უსახლკაროდ დარჩა დაახლოებით 11 700 ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცუნამი ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა წყალქვეშა მეწყერმა გამოიწვია.