საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში ბოლო დროს გახმაურებულ თვითმკვლელობის ფაქტებს ეხმაურება და იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ახალგაზრდები თავს იკლავენ.
“ეხლა გამოქვეყნდა სტატისტიკა, არასოდეს ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთი სტატისტიკა საქართველოში თვითმკვლელობების არ ყოფილა მოდი ნუ დავიწყებთ მარჯვენა-მარცხენა მიზეზების ძებნას, საქართველოში ძირითადი მიზეზი არის ბრუტალურობა, მთავარი მიზეზები არის ასევე გაჭირვება და უპერსპექტივობა, ივანიშვილმა და მისმა მოჯამაგირეებმა ჯიბეში ჩაიდეს საქართველოს მთელი ქონება და დანარჩენ ქართველებს პრაქტიკულად დაუტოვეს მხოლოდ 2 გამოსავალი, მათი ჭკუით: ერთი ქვეყნიდან წასვლა და მეორე სიცოცხლიდან წასვლა ანუ თვითმკვლელობა, მაგრამ არსებობს მესამე და ნამდვილი გამოსავალი და ეს გამოსავალი არის ამათი მოშორება”- აცხადებს სააკაშვილი.