ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ფარულად შეხვდა.
ფარული აუდიენციის ამსახველი ფოტო “ტვ პირველმა” გაავრცელა.
არსებული კულუარული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორს ჯანდაცვის მინისტრობისთვის ამზადებენ, რადგან საზოგადოებას მისდამი ბევრად მეტი ნდობა აქვს ვიდრე არსებული მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიმართ.
შეხვედრას არ უარყოფს თავად ჩხარტიშვილი.”ტვ პირველთან” მან შეხვედრა არ უარყო, თუმცა მიზეზად მეგობრული შეხვედრა დაასახელა.