ხმაურის, სიტყვიერი დაპირიპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა დღეს იუსტიციის საბჭოს სხდომა, რომელზეც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საბჭოს მოსამართლეების უძრავი ქონების წარმომავლობა იყო. სხდომაზე მივიდნენ საბჭოს ყოფილი მოსამართლე წევრებიც, რომლებმაც კრიტიკის ავტორები – ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოს წინაშე ფართომასშტაბიან შეთქმულებაში დაადანაშაულეს. მათ აინტერესებდათ, რატომ არ დაინტერესდნენ დოლიძე-ჯანეზაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გაერკვიათ, რაში იყო საქმე და რატომ დაიკავეს პოზიცია, თითქოს სიუჟეტში ხსენებულ მოსამართლეებს ქონება არაკანონიერი და კორუფციული გზით აქვთ შეძენილი.
საბჭოს მოსამართლე წევრების თქმით, ის რასაც დილიძე და ჯანეზაშვილი აკეთებენ, ჭორაობა და მოსამართლეების დემონიზაციის მცდელობაა. საპასუხოდ კი სხდომაზე განხილვის თემად იქცა ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის უძრავი ქონებაც და საბანკო ვალდებულებებიც.
{{VIDEO}}