თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
“პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქალაქში გადაადგილებისგან, დარჩით სახლში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გადაწყვეტილება მიკროავტობუსებით მომსახურების შეჩერების შესახებ, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, მიკროავტობუსების აკრძალვაც სწორედ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოხდა, მატ კი ვისაც გადაადგილების აუცილებლობა აქვს,თბილისის მერი ურჩევს, მეტროთი და ავტობუსებით ისარგებლოს.