დარწმუნებული ვარ, კორონავირუსი კიდევ დადასტურდება, მთავარია დროული გამოვლენა – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის  შემთხვევები საქართველოში გაიზრდება, თუმცა მტავარია დროულად გამოვლინდეს ყველა ინფიცირებული.  

“არ უნდა შეგვეშინდეს თუ ეს რიცხვი გაიზრდება, მთავარია შევინარჩუნოთ ნაკლები დადასტურების ფაქტი. მაგრამ დარწმუნებული ვარ იქნება დადასტურებული შემთხვევები კიდევ და აქ მთავარია ეს ადამიანები დროულად იყვნენ იდენტიფიცერებულები”-  განაცხადა გამყრელიძემ “რუსთავი2-ის” ეთერში.

ამ ეტაპზე, ინფექციურ საავადმყოფოში 25 პაციენტი იმყოფება, აქედან 11 დღეს შეიყვანეს. საქრთველოში ახალი კორონავირუსი ამ ეტაპზე  სამ პაციენტს  დაუდასტურდა.