დათო ტურაშვილი: ასეთი უცნაურობა მჭირს, როცა კოლექტიური და საზოგადო დღესასწაულებია

მწერალი დათო ტურაშვილი საზოგადოებას საახალწლო განწყობებსა და განცდებზე საკუთარ ნააზრევს უზიარებს: 

“სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ცუდი ამბავი ხდებოდა და ხდება. ასეთი უცნაურობა მჭირს, კოლექტიური და საზოგადო დღესასწაულები როა, მაშინ ვარ ყველაზე სევდიანი და მოწყენილი და მაშინ მახსენდება ყველა გაჭირვებული, ყველა უბედურება. მინდა, ეს დამთავრდეს ჩემს ცხოვრებაში და ჩემი სამშობლო იყოს ქვეყანა, სადაც ადამიანებს არ ექნებათ შურის, ცრემლის, სევდის, მწუხარების განცდა. არ შეშურდებათ არავისი, ვინც დღესასწაულობს, უხარია, სადღაც გადის და ბრჭყვიალა ქალაქი უხარია. ახალ წელს მინდება ხოლმე, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მათ სახლებში მისვლა და მათი თანადგომა. მინდა, ყველას მივულოცო, ვისაც უხარია, ვინც პრობლემებით ეგებება, ამის შეცვლა მინდა”,-თქვა ტურაშვილმა გადაცემა გადაცემა სხვა შუადღეში.