დავით კირკიტაძე სასამართლომ გაამართლა, თუმცა ის პატიმრობაში რჩება

{{ARTICLEIMAGE}}
საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო საქმეზე, რომელიც ქვემო ქართლში მისი გუბერნატორად მუშაობის პერიოდს ეხება. ამ საქმეზე მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება გირაოც გააუქმა.

პროკურატურამ დავით კირკიტაძისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსმართლის განმარტებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დავით კირკიტაძეს პატიმრობა ისედაც შეფარდებული აქვს.

თავად დავით კირკიტაძე წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებდა.