დავით ზალკალიანი: საპრეზიდენტო არჩევნებზე NATO-ში კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამთ

 

{{ARTICLEIMAGE}}

 

NATO-ში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მიმართ არ ყოფილა არცერთი კრიტიკული შენიშვნა, რასაც ადასტურებს სახელმწიფო მდივნის განცხადებებიც”,-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაზე კომენტირებისას.

მისი თქმით, NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან გამართულ შეხვედრაზე საქართველომ მიიღო უაღრესად პოზიტიური შეფასებები, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით.


“ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეფასებები მათ შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე არ ყოფილაარცერთი კრიტიკული შენიშვნა ამას ადასტურებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელიც მან გააკეთა ამ შეხვედრის შემდეგ, სადაც საუბარი არის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე და თავსებადობაზე NATO-ს სტანდარტებთან ყველა მიმართულებით”,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

“რაც შეეხება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მინისტრის შეფასებით საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ყველა ის რეკომენდაცია რაც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით საქართველომ მიიღო, გაითვალისწინონ.

“რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ წინადადებებს, ბუნებრივია ეს ახალი არ არის, იმავე განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა, საუბარია რომ არჩევნები ჩატარდა შეუფერხებლად. რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები, ამ ხარვეზებზე ხელისუფლებას აქვს მყისიერი რეაგირება და პარლამენტის მხრიდანაც გაჟღერდა, რომ სადამკვირვებლო მისიების მხრიდან გამოთქმულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და ამაზე საქართველოსხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება”,-აღნიშნა მინისტრმა.