“ობიექტურობა უნდა იყოს. თუკი აქ საუბარია ამ ნაწილზე, რომელსაც მე არ ვიზიარებ , მაშინ უნდა ითქვას ისიც, რომ უამრავი ფეიკნიუსის გავრცელება ხდება ოპოზიციის მხრიდან. “
ასე პასუხობს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ფეისბუქის მიერ ის მიერ ასეულობით გვერდის დაბლოკვას, რომლებიც კომპანიის განცხადებით საქართველოს ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებული და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ.
ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ Facebook-ს თავად აქვს რეპუტაციული პრობლემები და ამას დაუკავშირა ქართული ოცნების ხელისუფლების დადანაშაულება ყალბი ექაუნთების შექმნაში და ფეიქ ნიუსების გავრცელებაში. . ზალკანიანმა ასევე განაცხადა, რომ facebook-ზე, პირიქით, “ქართული ოცნების” დისკრედიტაცია ხდება, ხოლო ოპოზიციის წინააღმდეგ ბიზნესი მოქმედებს.