ინკასოდადებული ტელევიზიების შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან დასრულდა. როგორც ტელევიზიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მინისტრთან შეხვედრა არ იყო კონსტრუქციული, რის გამოც დარწმუნდნენ, რომ ინკასოს დადება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
მანამდე კი, ინგა გრიგოლიამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის”, “რუსთავი 2-ისა” და “კავკასიის” ანგარიშებს ინკასო დაედო.