„დედიკო ძალიან განიცდის ბავშვის კიდურების გამუქებას“ – როგორია ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ინდოეთიდან ანიტას ჯგუფში ყოველდღიურად ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სიახლეები ვრცელდება. აამ დროისთვის ინდოელი ექიმები სეფსისს ებრძვიან.

„ექიმები აქტიურად იბრძვიან სეფსისის და პოლიორგანული უკმარისობის დასამარცხებლად.​ ანიტას დედიკო ძალიან განიცდის ბავშვის კიდურების გამუქებას, განსაკუთრებულად ცუდ მდგომარეობაშია მარცხენა ხელის თითები, რომლებიც მარიკოს თქმით, დღეს უფრო გაშავდა.

ექიმების განმარტებით, კიდურების მდგომარეობის გამოსწორება მეტწილად ანიტას ორგანიზმზეა დამოკიდებული. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ამდენი ხალხის სიყვარული დაეხმარება ანიტას ორგანიზმს იყოს მეტად ბრძოლისუნარიანი!“,