Depeche Mode-ის დამფუძნებელი წევრი, ენდი ფლეტჩერი გარდაიცვალა

ინგლისური ელექტრონული ჯგუფის Depeche Mode-ის დამფუძნებელი წევრი ენდრიუ ფლეტჩერი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

აღნიშნულ ინფორმაციას ჯგუფი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით ადასტურებს. 

“ფლეტჩი გამორჩეულად კეთილი გული ჰქონდა და ყოველთვის მხარში შენთან იყო, როდესაც მხარდაჭერა გჭირდებოდა, იქნებოდა ეს გამომაცოცხლებელი საუბარი, გულიანი გაცინება თუ ცივი კათხა. ჩვენი გულები მის ოჯახთანაა და გთხოვთ გაითვალისწინოთ მისი ოჯახის წევრები და პატივი ვცეთ მათ ამ რთულ მომენტში”. – წერია განცხადებაში.

ჯგუფში ფლეტჩერი, 1980 წლიდან მოღვაწეობდა.