რესპუბლიკის მოედანზე დამადგარი მეჩხერი ნაძვის ხე, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტს მილიონ ლარამდე დაუჯდა სოციალურ ქსელში კვლავ კრიტიკის მთავარი ობიექტია.
“ნაძვის ხე, სახელად ქოცი!
ამ ნაძვის ხეს 40 ტოტი და ერთი ტანი აქვს. ერთი ტოტის ღირებულება არის 20 ათასი ლარი, ხოლო ტანი ღირს 200 ათასი ლარი. ესეც შენი ერთი მილიონი.
დეპუტატ დაჩი ბერაიასთვის ტოტები რომ გაეყარათ, ამაზე უკეთესი გამოვიდოდა” – წერს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე.