მზეზე ძლიერი აქტიურობის გამო დედამიწაზე ბოლო ორი წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია. მისმა მაშტაბმა მეცნიერების პროგნოზებს გადააჭარბა.
ასტრონომების თქმით, ის დედამიწის ყველა გეოგრაფიულ წერტილში დაფიქსირდა. ეს არის მესამე დონის ქარიშხალი ხუთბალიან შკალაზე. ხუთბალიანი ქარიშხლები უკიდურესად იშვიათია და ათ–ოც წელიწადში ერთხელ ხდება. მაგნიტური ველის აღგზნებას დღეისთვის მეცნიერები პროგნოზირებდნენ, თუმცა მათი ვარაუდით მას პირველი დონისთვის არ უნდა გადაეჭარბებინა.
ქარიშხალი დღეს დილით დაიწყო. დედამიწის მაგნიტური ველის ნორმალიზაცია შუაღამის შემდეგ დაიწყება. დილისთვის კი საბოლოოდ დარეგულირდება.
სპეციალისტები მეტეომგრძნობელ ადამიანებს სიფრთხილეს ურჩევენ. მაგნიტურ ქარიშხლებს ყველაზე მძიმედ გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები გრძნობენ, მათ შორის მიოკარის ინფარქტგადატანილები და ისინი ვინც ჰიპერტონიით არის დაავადებული. ექიმები მათ ურჩევენ მაგნიტური ქარიშხლის დროს წამლები მიიღონ და არტერიული წნევა გააკონტროლონ.
G5 დონის მაგნიტურ ქარიშხალს ელექტრომომარაგების და რადიოტრანსლაციის სისტემების მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია. ამ მოვლენაზე დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი 1959 წელს მოხდა და მან მთელ ევროპასა და აშშ–ში ტელეგრაფები მწყობრიდან გამოიყვანა.