საქართველოში პოლიტიკური პატიმრები იყვნენ, რა თქმა უნდა. ეს იყო 2012 წლამდე. დღეს, პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი შეხედულებები. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია და პრობლემას არ წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, წლების წინ პრობლემები იყო და ამას ებრძოდა სრულიად საქართველო. დღეს, ჩვენ გვაქვს განსხვავებული რეალობა, განსხვავებული მდგომარეობა. ყველა ადამიანს აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მთავარია ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს.
საქართველოში პოლიტიკური პატიმრები იყვნენ,რა თქმა უნდა. ეს იყო 2012 წლამდე. დღეს, პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ“,- განაცხადა კახა კალაძემ.