დიდ დიღომში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი დაარბიეს. დაზიანებულია ხატები და საეკლესიო სხვა ინვენტარი. ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით შაქარიშვილის თქმით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა., ეკლესია სავარაუდოდ ორმა პირმა დაარბია, რომლებმაც კიბის საშუალებით შიგნით სარკმლიდან შეაღწიეს.
„სარკმელი დიდი ქვით არის ჩამტვრეული. კიბეა მიდგმული და ასე შეაღწიეს ტაძარში. დაზიანებულია ანალოღია (საეკლესიო საწიგნე მაგიდა). ზეთით არის დასვრილი ხატები. წაქცეული იყო შვიდკანდელა. ასეთი ვანდალიზმი 1992 წელს მახსოვს.“ -ამბობს, ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით შაქარიშვილი „მთავართან“ საუბრისას.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ქურდობის მცდელობას გულისხმობს.