ხანძარი დიდ დიღომში – ხელაშვილის ქუჩაზე კერძო საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ დამხმარე ნაგებობას ცეცხლი მოეკიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიცია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.