დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს. ცოტახნისწინ დედოფალმა ელისაბედ მეორემ “ბრექსითის” კანონპროექტს ხელი მოაწერა და დოკუმენტმა ბრიტანეთის კანონის სტატუსი მიიღო. შესაბამისად, მომავალი კვირიდან ქვეყანა დაიწყებს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს.
24 იანვარს ევროკავშირის ლიდერები ხელს მოაწერენ შეთნხმებას დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის შესახებ. 29 იანვარს კი, ევროპარლამენტი ამ შეთანხმების განსახილველად და მის სარატიფიკაციოდ შეიკრიბება.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა 31 იანვრიდან აღარ იქნება.
რა არის ბრექსითის კანონპროექტი?ბრექსით (Brexit) არის შემოკლებული “British exit”-ის ფორმა. რომელიც ქართულად „ბრიტანეთიდან გასვლას“ ნიშნავს.