დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივან მეთ ჰენკოკს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჰენკოკმა ამის შესახებ თავის Twitter-ზე დაწერა. მას ახალი ვირუსის ძალიან არამწვავე სიმპტომები ჰქონდა და ექიმების რჩევით, კორონავირუსის ტესტი ჩაიტარა.
,,საბედნიეროდ ჩემი სიმპტომები არაა მძიმე და მე ვაგრძელებ სახლიდან მუშაობას, იზოლაციაში”, — ამბობს ის.
ჯანდაცვის მდივანი მომავალ ხუთშაბათამდე, 2 აპრილამდე თვითიზოლაციაში იქნება.
დღეს COVID 19 დაუდასტურდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონსაც.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11 658, ხოლო გარდაცვლილი 578-ია.