დიდუბეში 2 მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა წყალტუბოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მარკეტში მოხდა.
დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა შელაპარაკება. დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.