დილიდან პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო აქტივისტების პიკეტირება იწყება. ისინი მობილიზებას ღამითვე დაიწყებენ. მათი მიზანია დისკომფორტი შეუქმნან დეპუტატებს, რომლებმაც კომიტეტის სხდომაზე უვადო მოსამართლეთა სია უნდა დაამტკიცონ. კომიტეტის სხდომა 9:30 საათზეა დაგეგმილი.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შანცხადებით აღნიშნა, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ გადათქვამს იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენა, ხელისუფლებას ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნება. პარლამენტში მოხვედრის მსურველ დეპუტატებს კი ურჩევს იქ ღამითვე შევიდნენ.