მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან, მოძრაობა „გაბედეს“ რამდენიმე წევრი დააკავეს. დაკავებულებს შორის არის ბექა ნათელაშვილი.
დაპირისპირება „გაბედეს“ წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოხდა. ფიზიკური შეხლა-შემოხლის შედეგად, დაშავებულია „გაბედეს“ რამდენიმე აქტივისტი.