დონალდ ტრამპს კონგრემა იმპიჩმენტი გამოუცხადა. რა მოხდება ამის შემდეგ

დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში რიგით მესამე პრეზიდენტი გახდა, რომელსაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა. გადაწყვეტილება იმის შესახებ, გააგრძელებს თუ არა ტრამპი მოვალეობების შესრულებას უკვე სენატმა უნდა მიიღოს 2020 წლის იანვარში.

კონგრესში ორი კენჭისყრა ჩატარდა: ტრამპის მიმართ წარდგენილ ორივე ბრალდებაზე ცალ–ცალკე.
მუხლმა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ 230 იმპიჩმენტის მომხრე კონგრესმენის ხმა მოაგროვა 197 ხმის წინააღმდეგ.

კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლის მუხლის გამო კი 229 კონგრესმენმა იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი წავიდა 198 კონგრესმენი.

იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის საკმარისი იყო ორიდან ნებისმიერი მუხლისკენჭისყრაში 216 ხმის მოგროვება.
კენჭისყრის წინ წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრებმა ღიად განაცხადეს, რომ არ აპირებენ ხელიდან გაუშვან დონალდ ტრამპის ძალაუფლებიდან ჩამოშორების შანსი. თუმცა ეს კენჭისყრა არ ნიშნავს, რომ აშშ–ს პრეზიდენტმა პოსტი უნდა დატოვოს. ოფიციალურად გამოცხადებული იმპიჩმენტი მას არც შემდეგი ვადით კენჭისყრაში შეუშლის ხელს.

ორშაბათს დემოკრატებმა კონგრესში გამოაქვეყნეს 658 გვერდიანი ანგარიში, რომელშიც პრეზიდენტს ბრალი ედება მექრთამეობაში და უკრაინის პრეზიდენტის იძულებაში აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიმართ გამოძიების დასაწყებად.

მანამდე კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა იმპიჩმენტის მუხლები დაამტკიცა: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესის მუშაობაში ხელშეშლა. ბოროტად გამოყენებაში იგულისხმებოდა დონალდ ტრამპის საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან, რომელიც მიმდინარე წლის 25 ივლისს შედგა.

საუბრის დროს თეთრი სახლის მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტს სთხოვა გამოძიება დაეწყო აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ. მისი შვილი, ჰანტერ ბაიდენი 2014 წლიდან 2019 წლამდე უკრაინის სახელმწიფო ნავთობგაზის კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო და როგორც აშშ–ს პრეზიდენტი ამტკიცებს, ამ ქვეყანაში კორუფციულ სქემაში იყო ჩართული.

იმ დროისათვის ჯო ბაიდენტი აშშ–ს ადმინისტრაციაში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობებს ასრულებდა და როგორც კონგრესის რესპუბლიკელები თვლიან, ჩართული იყო უკრაინის სამართალდამცავი სტრუქტურების იმ ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლების საქმეში, რომლებიც გამოძიების დაწყებას აპირებდნენ მისი შვილის კორუფციის ბრალდებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მეორე ბრალდებას: თეთრი სახლის მეთაურმა მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს აუკრძალა კანონმდებლების გამოძახებებზე პასუხი და იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საკომიტეტო მოსმენელბზე გამოსვლა. სწორედ ამის გამო წაუყენეს მას ბრალად კონგრესის მუშაობის ხელშეშლა.

კონგრესის იურიდიული კომიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მისი პირადი და პოლიტიკური ინტერესები ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებზე მაღლა დააყენა, მონაწილეობდა კანონდარღვევებში, და ეს ყველაფერი გაგრძელდებოდა, თუ კონგრესი მას იმპიჩმენტს არ გამოუცხადებდა.

კონგრესში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ გადაწყვეტილება სენატმა უნდა მიიღოს. სწორედ ის გადაწყვეტს საბოლოოდ აშშ–ს პრეზიდენტის ბედს. კონსტიტუციის მიხედვით კონგრესის მიერ მიღებულ საიმპიჩმენტო გადაწყვეტილებას “პრივილეგირებულის“ სტატუსი აქვს, ასე რომ ზედა პალატამ ყველა სხვა განხილვა უნდა გადადოს და ეს ინიციატივა პირველ რიგში განიხილოს.

სენატში რესპუბლიკელები უმრავლესობას ფლობენ, შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ სასამართლო, რომელიც ზედა პალატაში გაიმართება, პრეზიდენტს “გაამტყუნებს” და მის მიერ თანამდებობის დატოვებას დაუჭერს მხარს.