ბუდაპეშტში მაშველებმა მდინარე დუნაის ფსკერიდან ამოიყვანეს მაისის ბოლოს ჩაძირული კატერი, რომელი დიდ ლაინერთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა. დუნაიზე ბოლო 65 წლის მანძილზე ყველაზე დიდი კატასტროფისას 28 ადამიანი დაიღუპა.
მყვინთავებმა კატერის ნარჩენებიდან ოთხი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს. კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი კი დღემდე ვერ იპოვეს.
შეჯახება 29 მაისის საღამოს ბუდაპეშტის ცენტრში, მარგარეტის ხიდის ქვეშ მოხდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა მსხვილი შვეიცარული საკრუიზო ლაინერი Viking Sigyn კატერ Hableany–ს შეეჯახა და საშინლად დააზიანა. კატერის ბორტზე 35 ადამიანი იმყოფებოდა – ტურისტული ჯგუფი სამხრეთ კორეიდან და ეკიპაჟის ორი წევრი, კაპიტანი და თანაშემწე. მხოლოდ 7 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
თვითმხილველების თქმით კატერი წამებში ჩაიძირა. რამდენიმე გარდაცვლილის ცხედარი მოგვიანებით ავარიის ადგილიდან 100 კილომეტრის დაშორებით იპოვეს. ისინი დინებამ წაიღო. კაპტანი დღემდე უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაკარგულად ითვლებოდა ის ოთხი ადამიანიც, რომელთა ცხედრები კატერის ნარჩენებში იპოვეს.
შეჯახების შედეგად შვეიცარიული ლაინერის, Viking Sigyn–ის არცერთი მგზავრი არ დაზარალებულა. კაპიტანი კი 64 წლის უკრაინის მოქალაქეა, რომელიც დაუდევრობის ბრალდებით დააკავეს, რამაც მასობრივი მსხვერპლი გამოიწვია. გამოძიების ინფორმაციით კატასტროფა მსხვილი ლაინერის კაპიტნის არასწორმა მოქმედებებმა გამოიწვია.