დუშეთის მუნიციპალიტეტში, ლიქოკის ხეობაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით, ქალმა საცხოვრებელ სახლში თავი ჩამოიხრჩო.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.