კუნძულ იამაიკაზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, მეტეოროლოგები მოსახლეობას მოსალოდნელი ცუნამის შესახებ აფრთხილებენ. ამის შესახებ ინფორმაციას INDEPENDENT- ი ავრცელებს.
7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კუნძულ იამაიკის ჩრდილო დასავლეთ სანაპიროსთან, 77 მილის დაშორებით მოხდა.მოსახლეობის ევაკუირება შენობებიდან მალევე მოხდა და შედეგად არავინ დაშავებულა. ცუნამის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს ასევე მექსიკა, ბელიზი, კაიმანის და კუბას კუნძულები.
{{VIDEO}}