სამტრედიაში რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად გომის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და შიდა-სასოფლო გზები დაიტბორა. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ უხვმა ნალექმა მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
სტიქიის ზონაში იმყოფრებოდა სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა.
„მიზეზს წარმოადგენს ყუმურის, გომის, შუახის და მასში შემავალი არხების მთიდან ჩამოსული ნაკადით ამოვსება. რამაც გამოიწვია დატბორვა. საჭიროა ყუმურისა და მასთან დამაკავშირებელი არხების გაწმენდა. მოხდება შედეგების აღწერა და კომპლექსური ღონისძიებები გატარდება”,- განაცხადა სამტრედიის მერმა. ვალერიან, ფოცხვერიამ.
საქართველოში მეორე დღეა წვიმს. სინოპტიკოსები გამოდარებას ხვალიდან პროგნოზირებენ.