”ბატონო ბიძინა, თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარებაში” – მეცნიერებათა აკადემია ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს


დღეს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. ის 64 წლის გახდა. მეცნიერებათა აკადემია ბიძინა ივანიშვილს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს.

“ძვირფასო ბატონო ბიძინა, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში.

მარადიული მადლიერება გაქვთ დათესილი ქართულ აკადემიებში.

თავის მხრივ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდად აფასებს თქვენ ღვაწლს ქართული სახლმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ადამიანთა კეთილდღეობისათვის ზრუნვაში.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.

ქართველ მეცნიერთა სახელით

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე

ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი

აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძ”.-წერია მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ მილოცვაში.