„Edison Research-ის მიერ წარმოდგენილი ციფრები სანდო რომ იყოს, დღეს ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს უნდა ხვდებოდეს, ზეიმობდეს და იმაზე თანხმდებოდეს, მომავალ მთავრობაში ვინ იქნება მინისტრი და ვინ დარჩება პარლამენტში.[…] იმის გათვალისწინებით, რომ პარტიული კვლევები გამოიყენება არა სოციოლოგიური მიზნებით, არამედ პარტიებს შორის პოლიტიკური ბრძოლისთვის, გაკვირვებული ვართ, რომ პირველად ისტორიაში, ჩვენმა კონკურენტმა პარტიამ საარჩევნო ბარიერის გადალახვის მაჩვენებელი დაგვიწერა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ალბათ ჩვენ ბევრად კარგი მაჩვენებელი გვაქვს, რისი დამალვაც შეუძლებელია და ეს მათ შორის არჩევნებზეც გამოჩნდება.

მე ამ კვლევებს არ დავეყრდნობოდი, რადგან კომენტარები, რითაც კვლევის პრეზენტირება მოხდა, მიუთითებს, თუ რამდენად არასიმპათიური ვართ ხალხისთვის, ვინც ეს კვლევა ჩაატარა. აქედან გამომდინარე, სექტემბერში ანალოგიურ კვლევაში ჩვენ შეიძლება 2% გვეწეროს.

ამიტომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ კვლევებს, რადგან ის აბსოლუტურად დისკრედიტირებულია”,

ასე ეხმაურება ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს პარტია “გირჩის” დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი.