Edison Research-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეგზიტპოლის ჩატარებისას ხელს უშლიდნენ

Edison Research-ის ვიცე-პრეზიდენტი რობ ფარმანი აცხადებს, რომ ეგზიტპოლის ჩატარებისას ხელს უშლიდნენ ძირითადად კი ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან.

“იმაზე დიდი პრობლემა გვქონდა, ვიდრე წინა ეგზიტპოლების დროს. ძირითადად ხელს გვიშლიდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, მაგრამ სხვებიც გვიქმნიდნენ დაბრკოლებებს. დილით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიას გვითხრა, რომ არ გვქონდა იქ ყოფნის უფლება, სადაც ვიყავით. შემდეგ დავწერეთ წერილი და დაგვიშვეს, ზოგმა PCR ტესტიც მოგვთხოვა მათთვის, ვინც გამოკითხვას ატარებდა.

იყვნენ პარტიების წარმომადგენლებიც, რომლებიც უბნებზე დამკვირვებლები იყვნენ და ისინიც გვიქმნიდნენ სირთულეებს, გვეუბნებოდნენ, რომ არ გვქონდა იქ ყოფნის უფლება. შეიძლება, ცდილობდნენ ხმების დაცვას, თუმცა ჩვენ ნამდვილად გვქონდა კონკრეტულ უბნებზე ყოფნის უფლება. 18:00 საათისთვის კომისიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ეგზიტპოლის ჩატარების უფლება აღარ გვქონდა და მოგვცეს კიდეც წერილი, რომ უნდა დაგვეტოვებინა ტერიტორია. ამან იმოქმედა გამოკითხვებზე, მაგრამ ყველა უბანზე ასე არ მოხდა”, – აცხადებს ფარმანი.