როგორც მოგეხსენებათ ქართველი ამომავალი ვარსკვლავი გოგა ბითაძე მონტენეგრული ბუდუჩნოსტის რიგებში ირიცხება და საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს. მან საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიხვეჭა არასრული ერთი სეზონის განმავლობაში და ადგილობრივ გულშემატკივარს თავი ძალიან შეაყვარა. სწორედ ამ პატივისცემის და სიყვარულის დასტურია ეს სიმღერაც, რომელიც გოგა ბითაძეს თამაშის შემდეგ უმღერეს.
სიმღერა სახელწოდებით – Seks, droga, Bodiroga ლეგენდარულ სერბ კალათბურთელს, დეიან ბოდიროგას ეძღვნება. ბოდიროგა იუგოსლავიის ლეგენდად ითვლებოდა და დღემდე უდიდეს პატივს სცემენ ევროპაში. მონტენეგროელი გულშემატკივრების მხრიდან კი 19 წლის ქართველის მიმართ ამ სიმღერის შესრულება დიდი პატივისცემის ნიშანია.
{{VIDEO}}