უმრავლესობის წევრს ენძელა მაჩავარიანსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, სასწრაფოს ექიმები, სამედიცინო დახმარებას უწევენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დატოვონ სხდომათა დარბაზი. უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი შევიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაასხა.