იუსტიციის სამინისტრო ნამოხვანჰესის ENKA-სთან დადებული ხელშეკრულების შესასწავლად 70 800 დოლარს იხდის. სამინისტრო იურიდიულ მომსახურებას შეისწავლის, რომლის მიზანიც სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის მშენებელ კერძო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესწავლაა.
“მნიშვნელოვანია, რომ იურიდიული მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს ენერგეტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური საერთაშორისო იურიდიული კომპანიისაგან; ხოლო იმ ფონზე, როცა მაღალი რეიტინგის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე კონსულტანტები თავს იკავებენ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის მიღებისაგან, იზრდება სახელმწიფო ტენდერის ჩაშლის რისკი”, – წერია სატენდერო პირობებში.
ცნობისთვის, 2021 წლის მაისში, „მთის ამბებმა“ მოიპოვა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უწყებას არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე გასაიდუმლოებული აქვს. დასკვნა 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს და მთავრობას სწორედ იმ საკითხების შეცვლისკენ მოუწოდებს, რომლებიც ხელშეკრულების მიმართ საზოგადოებრივი ჯგუფების კრიტიკის მთავარი საფუძველია. დასკვნა სიცრუეში ამხელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც რიონის ხეობის მცველების პროტესტის საპასუხოდ, რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულების შეფასება დაავალა. პრემიერმა ხალხს დაუმალა, რომ ასეთი დასკვნა უკვე არსებობდა და მის შესახებ მთავრობისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ.
იუსტიციის სამინისტროს გასაიდუმლოებული დასკვნა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე