“ექაუნთები ხომ არ გათხოვოთ?” – აქტივისტებმა “ქართული ოცნების” ოფისთან სათამაშო პანდა მიიტანეს. სიმბოლური სათამაშო დაცვის წევრებმა არ ჩაიბარეს და აქტივისტებს არც შენობაში შეტანის საშუალება მისცეს. ამის შემდეგ აქტივისტებმა პანდას სათამაშო სახურავზე შემოაგდეს.
მოძრაობის წევრებს სიმბოლურად პანდის ნიღბები ეკეთათ. აქტივისტებმა მუსიკალურ ჯგუფ “პანდას” მიერ სოციალურ ქსელში ყალბი გვერდების მართვა გააპროტესტეს.
ამასთან, „შეცვალეს” წევრებმა “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის კედლებსა და ფანჯრებზე მიაკრეს ბიძინა ივანიშვილის და გიორგი გახარიას სახის გამოსახულებით პანდას სტიკერები.