რუსი ექიმები ხელისუფლებას კორონავირუსის შემთხვევების დამალვაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მთავრობა ინფიცირებულ პაციენტებთან სპეციალური დამცავი ეკიპირების გარეშე მუშაობას აიძულებს. ამის შესახებ, რუს ექიმთა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ანასტასია ვასილიევამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“მაშინ, როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ჩვენ, როგორც ყოველთვის, ხელისფულებისგან სიცრუეს ვიღებთ”, – ამბობს ანასტასია ვასილიევა ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება კორონავირუსის შემთხვევებს ჩვეულებრივ პნევმონიას უწოდებს და კორონავირუსთან არ აკავშირებს.
ანასტასია ვასილიევას ბრალდება კატეგორიულად უარყო რუსეთის ხელისუფლებამ და მთავრობამ ის რუსული მედიცინისა და უწყებების დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. ამ საქმეზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.
რუსეთის ხელისუფლების მედიამ პარასკევს კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ქვეყანაში, სადაც 145 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მხოლოდ 253 ინფიცირებული და 1 გარდაცვლილია. აღნიშნულ სტატიაში პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ ეს შედეგი მოგზაურობის შეზღუდვითა და ეფექტიანი კარანტინის შედეგია.
ანასტასია ვასილიევა, კოლგებს მოუწოდებს, რომ არ დამალონ სიმართლე რადგან ინფორმაციის დამალვა სავალალო შედეგებს მოიტანს, როგორც ექიმებისთვის ისე ქვეყანას.