ცნობილი ექიმი დავით სუხიაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა.
“კლინიკა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი, ჩვენი საუკეთესო ექიმი, არაჩვეულებრივი ადამიანი დავით სუხიაშვილი. ბატონი დავითი ძალიან დიდი დანაკლისია როგორც ჩვენი კლინიკისთვის და მთელი სამედიცინო საზოგადოებისათვის, ასევე მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. უაღრესად რთული იქნება მის გარეშე გატარებული ყოველი დღე თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის… ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. მსუბუქი ყოფილიყოს ბატონი დავითისთვის ქართული მიწა”, – წერია კლინიკის ოფიციალურ გვერდზე.