ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში რჩება-ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ექიმი წინასწარ, ორთვიან პატიმრობაში დატოვა.
ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 დეკემბერს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.