თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრს ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს. ამის შესახებ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა დავითულიანმა განაცხადა.
შეგახსენებთ, საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა. ამ ფაქტს ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.