ერის მამის გადაგდებას არ შეგარჩენთ – 20/30-იანელების პერფორმანსი ხუნდაძის ოფისთან

მოძრაობა 20/30-იანელების წარმომადგენლები მცხეთის გამგეობასთან, დიმიტრი ხუნდაძის საწინააღმდეგო აქცია-პერფორმანსს მართავენ. ამბობენ, რომ სამშობლო, ხუნდაძეს ამ უდიდესი ქველმოქმედის და საზოგადო მოღვაწის, ბიძინა ივანიშვილის „გადაგდებას“ არ აპატიებს.
„ხუნდაძემ იუდასავით გაყიდა ივანიშვილი და ამ დიდებულ ადამიანს, ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუშალა“ – ამბობენ მოძრაობის წევრები.

“ბიძინა ივანიშვილს თავის მართლება არ უნდა უწევდეს, მას თავის სამართლებელი არაფერი აქვს, ის დიდი ადამიანია და უდიდესი ღვაწლი აქვს ქვეყნის წინაშე, დიმიტრი ხუნდაძემ კი ხელი შეუშალა მას ბრწყინვალე დემოკრატიის მშენებლობაში” – ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობის წევრები ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებენ.