ერთი კოვზი ადამიანმა არც ოჯახში უნდა გამოიყენოს, არც რესტორანში-იმნაძე

” ეკლესია თვითონ გადაწყვიტავს ამ საკითხს, მე არ ვარ რელიგიათ მცოდნე-ეპიდემიოლოგი ვარ”- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, TV პირველის ეთერში,  ზიარების წესის შეცვლაზე, საუბრისას განაცხადა.

”ადამიანმა ერთი კოვზი არც ოჯახში არ უნდა გამოიყენოს, არც რესტორანში და არც გვერდზე მჯდომის, ხელიც არ უნდა გადაყოს, მისი საჭმელი არ უნდა აიღოს.ვთქვა ახლა?! არ უნდა გამოიყენოს მეზობლის ჩანგალი ან კოვზი, რესტორანშიც რომ ზის. ეს ჩვეულებრივი რჩევაა. არის რწმენა და მეცნიერება, ამაზე ფილოსოფიურ კამათში ვერ შევალ”-ამბობს იმნაძე.