ერთნაირსქესიანთა მასობრივი ქორწინება ბრაზილიაში

ბრაზილიაში, სან პაოლოში ერთდროულად 40 ერთნაირსქესანი წყვილის ქორწინება შედგა. მასობრივი ცერემონიალის გამართვა წყვილებმა საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ჯეირ ბოლსონაროს გამარჯვების გამო გადაწყვიტეს.სოციალ-ლიბერალური პარტიის წევრი ერთნაირსქესიანთა ქორწინების კატეგორიული მოწინააღმდეგეა.ბევრი ლგბტ წყვილი შიშობს, რომ ახალი პრეზიდენტის პოლიტიკა მათთვის ქორწინებას გაართულებს.