ექსპერტი გია ხუხაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილის პროტესტს და უარს ხმა მისცენ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის შესახებ პროექტს ივანიშვილის სცენარს უწოდებს და რამდენიმე ვარიანტზე საუბრობს:
“გარკვეულუწილად ეს არის თამაში. შეიძლება ფინალი ჯერ არ არის დაწერილი ეს სადამდე უნდა მივიდეს ეს თამაში, მაგრამ გარკეულწილად, შეზღუდული ფორმატით, ისე რომ ყველამ არ იცის ამის შესახებ ეს არის თამაში. იმას, რაც ამ დღეებში ხდება მე დავარქვი მწვანე ღილაკების ბუნტი. ვინ არის ეს ხალხი ვინც ეხლა ამაყი სახით გამოდის? ეს არის ხალხი რომლებიც მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერისთვის ზიან პარლამენტში და ხმა არ ამოუღიათ, როცა ათასი უბედურება მოხდა ამ ქვეყანაში. გარკვეული რაოდენობა ამ ხალხიდან წინა ხელისუფლებას ემსახურებოდა, იქიდან გადმობარგდა. შევარდნაძის დროიდან დაწყებული დეპუტატები არიან, ყველაფერი გაუპრავეს სააკაშვილს,და ახლა გამოდიან ამაყი სახეებით და პრინციპულები არიან?
რადგან ეს თამაშია ჩემს ვერსიას ვიტყვი.
უფრო მაღალი ალბათობით კანონპროექტი იქნება მიღებული. კენჭს უყრიან, მიიღებენ, რაღაც უპირატესობით. ეს ყველაფერი გაკეთებულია ორი მიზნით: მოგეხსენეათ ბიძინა ივანიშვილს შელახული აქვს იმიჯი. ყველა ვარიანტში ის მოგებული რჩება. ის გამოჩნდება როგორც დემოკრატიის გარანტი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, მობილიზება მოახდინა იმისთვის, რომ ის სიტყვა შესრულებულიყო, დემოკრატიული პროცესი განვითარებულიყო. მოხდება მისი იმიჯის კორექტირება როგორც დემოკრატიის გარანტის და სიტყვის კაცის, ამ ხელოვნური, ჭიქაში შექმნილი, აბსურდული დაპირისპირებით.
არის მეორე, ნეგატიური სცენარიც: ბიძინა ივანიშვილი უკვე ძალიან შეშინებულია. შეიძლება ამ ხალხის ხელით, ისე რომ თან სახე შეინარჩუნოს ოდნავ მაინც , ჩააგდოს ინიციატივა ორი–სამი ხმი, რომ თითქოს მაქსიმალური გააკეთა თვითონ, მაგრამ “პრინციპულმა“ ხალხმა ჩააგდო და მერე ეს ხალხი გარიცხოს პარტიიდან, რომ ალიბი შეიქმნას რომ თვითონ არაფერ შუაშია.
მეორე სცენარი ივანიშვილისთვის საკმაოდ მძიმედ განვითარდება. იმაში, რომ მისი სცენარით მიდის ყველაფერი დარწმუნებული ვარ.
მეორე სცენარი მისთვის არადამახასიათებელია, იმიტომ რომ მისთვის ძალიან პრინციპულია სიტყვის კაცის თამაში. ის მაქსიმალურად შეეცდება რომ ნაკლებად დაზიანდეს ამ პროცესში, ოღონდ რისკი ძალიან მაღალია.
ივანიშვილს თუ გაუფორმდა, რომ მან გადააგდო ყველა, იმიტომ რომ შეეშინდა ძალაუფლების დაკარგვის, ამით ინგრევა მისი უძლეველობის მითი. მაჟორიტარულ არჩევნებსაც წააგებს ამის შემდგომ. თუ ასე გაფორმდა და ასე წავიდა პროცესი, რომ მას შეეშინდა და თავისი ნათქვამი უკან წაიღო, მაჟორიტარულ არჩევნებშიც შანსი არ ექნება.