ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ევროპული საქართველოს” ოფისთან გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ეს ბარბაროსი ტიტუშკები ყველა სახელით და გვარით უნდა დავიმახსოვროთ, არც ერთს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ რუსი ოლიგარქის წასვლის შემდეგ რუხ მასას შეერევიან და გადარჩებიან”, –წერს კვესიტაძე.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქტივისტები შეიკრიბნენ, ისინი მოითხოვდნენ, რომ ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დეპუტატის მანდატები დატოვონ. ამის მიზეზად ისინი გუშინ პარლამენტში მათ მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას ასახელებენ.