ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალური მატჩი – სუპერბოული აშშ–ში საერთო ნაციონალური მაშტაბის მოვლენაა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ სოციალური ქსელები აფეთქდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა გამარჯვებული გუნდის “წარმომავლობა“ აურია.
ტვიტერზე გამოქვეყნებულ პირველ მილოცვაში, რომელიც ამაჟმად წაშლილია, ამერიკის პრეზიდენტმა დაწერა: “ვულოცავთ კანზას–სითი ჩიფსს“ დიდებულ თამაშს და ფანტატიურ დაბრუნებას უდიდესი ზეწოლის ქვეშ. ვამაყობთ თქვენით და დიდებული შტატით – კანზასით. ნამდვილი ჩემპიონები ხართ!“
არადა ქალაქი კანზას სითი მისურის შტატში მდებარეობს და არა კანზასის შტატში.
ტვიტი ოპერატიულად წაიშალა, თუმცა მისი სქრინშოთი სოციალურ ქსელებს შემორჩა და მას უსწრაფესი რეაგირება მოყვა.
“ეს მისურია, შე იდიოტო!“– დაწერა ტვიტერზე კლერ მაკკასკილმა, რომელიც 2018 წლის ბოლომდე ამ შტატს სენატში წარმოადგენდა.
“რაღა უნდა დავამატო. უბრალოდ უტვინოა“– დაწერა მერილენდის ყოფილმა ვიცე–გუბერნატორმა მაიკლ სტილმა.
“ატლანტიკ–სითი – ატლანტიკის ოკეანის დედაქალაქია“– შეუერთდა ტრამპის დაცინვას სცენარისტი ჯასტინ ბეითმანი.
ზოგიერთი ნერვიულობს, რომ ადამიანს, რომელმაც გეოგრაფია მესამე კლასელის დონეზეც არ იცის, ბირთვული ჩემოდანი აბარია.
თუმცა ტრამპის დასაცავად სოცქსელებში მისი მომხრეებიც გამოჩნდნენ.
ბევრი მიუთითებს, რომ კანზას სითი მართლაც ორი შტატის საზღვარზე მდებარეობს: არსებობს კანზას სითი მისურში და კანზას სითი კანზასში და მათ ტრამპის გარდა კიდევ ბევრი სხვა ურევს ერთმანეთში.
“იდიოტები ბუზისგან სპილოს ქმნიან, ამბობენ რომ თავიდან ტრამპმა კანზასი დაწერა. არავინ კანზას სითიდან, ისევე როგორც მე, არ ანიჭებს მნიშვნელობას სად მდებარეობს სტადიონი, ჩვენ ყველას გვიყვარს “ჩიფსი“. – წერს სოციალური ქსელების ერთ–ერთი მომხმარებელი.
თუმცა უმრავლესობა თანხმდება, რომ შეცდომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
ასეა თუ ისე, ამ დროისთვის ტვიტი უკვე ჩასწორებულია:
“ვულოცავთ “კანზას სითი ჩიფსს“ დიდებულ თამაშს და ფანტასტიურ დაბრუნებას დიდი ზეწოლის ქვეშ. ვამაყობთ თქვენით და დიდებული შაშტით, მისურით. თქვენ ნამდვილი ჩემპიონები ხართ!“– ვკითხულობთ აშშ–ს პრეზიდენტის ტვიტზე.
“ჩიფსმა“ გუშინ სუპერბოულის ფინალში კალიფორნიული გუნდი – სან ფრანცისკო ფორტი ნაინერსი დაამარცხა ანგარიშით 31:20. მისურელებმა 50 წლის მანძილზე პირველად მოიგეს ჩემპიონატი.