“ეს რომელია, პრემიერ-მინისტრი რომ იყო, „ფეისბუქით“ რომ მოვიდა და „ფეისბუქით“ რომ წავიდა?! ” – მამუკა ხაზარაძე ბახტაძეზე

ეს, ბახტაძე რომელია, პრემიერ-მინისტრი რომ იყო, „ფეისბუქით“ რომ მოვიდა და „ფეისბუქით“ რომ წავიდა?! იქნებ, გამახსენოთ მის დროს გაკეთებული რაიმე საქმე, ან რკინიგზაში, რომელსაც დღეს 800 მილიონი ვალი აქვს, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„გინახავთ რკინიგზის ვაგონები?! გინახავთ, რა მდგომარეობაშია რკინიგზა?! მოდით, ჯერ შევაფასოთ, რატომ გახდა პრემიერ-მინისტრი. რამე დამსახურება ჰქონდა ფინანსთა მინისტრობისას რამე კარდინალურად შეცვალა ეკონომიკისა და ფინანსებისთვის?! შიდა და გარე ვალი ორნახევარჯერ გაგვეზარდა. მარტო კომენტატორი ხომ არ უნდა გახდე, როცა პრემიერ-მინისტრი ხარ, რაღაცით, ხომ, უნდა მოიწონო თავი, რაღაც ხომ უნდა თქვა.

რაც შეეხება 500%-იან სესხებს ეს, სწორედ მაგ დროს გაჩენილი ონლაინ და მიკროსაფინანსო ინსტიტუტების კრედიტებია. მანახეთ, რომელ 500 %-იან სესხს არ რიცხავს ქართული საბანკო სისტემა. კიდევ ვიმეორებ, რამდენჯერაც არ უნდა თქვან, ქართული საბანკო სისტემა არის ყველაზე გამართული არამარტო ამ რეგიონში. სირცხვილი იმ ბანკირებს, რომლებიც გამოდიან და არ იცავენ თავიანთი მუნდირის ღირსებას და არიან ჩუმად, იმიტომ, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც შექმნეს ყველაზე გამართული საბანკო სისტემა მსოფლიოში. ახტაძემ მიხედოს იმ გაფუჭებულ საქმეებს, რაც რკინიგზაში მოხდა, რომელიც ხელიდან ხელში გადადის „ქართუს“ თანამშრომლებში. ამიხსენით, ყველა სპეციალისტი რატომ უნდა იყოს „ქართუდან“?! რკინიგზის სამსახურია „ქართუში“, რკინიგზა იციან თუ რა?! ჩაგიხედავთ საერთოდ, რა ხდება რკინიგზაში?!”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“მამუკა ბახტაძე არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მოვიდა „ფეისბუქით“ და ისე წავიდა, ვერც გავიგეთ“. – განაცხადა მან