ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტის ჩაგდება ბიძინა ივანიშვილისთვის “უკანასკნელი ტანგო” აღმოჩნდება.
“როგორი გადაწყვეტილება იქნება, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა რეაქცია მოჰყვება, მათ შორის საერთაშორისო. რომ ჩამოამწკრივა ელჩები და მოატყუა პროპორციულ სისტემაზე გადავდივარო, აბა, მივიდეს და პასუხი გასცეს. ივანიშვილის მრავალი ტყუილი მოგვისმენია, მილიარდიანი ტყუილები მოგვისმენია და ახლა ეს განსხვავებული ტყუილია, რომელიც ფულში არ გამოიხატება”, — განუცხადა გოცირიძემ TV პირველს.
ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” ოფისში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უმრავლესობის სხდომა ჩატარდა.
ზოგიერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძემ, განაცხადა რომ პროექტის ჩაგდებას შეეცდებიან.