ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრასთა დაკავშირებით ფეისბუქ კომენტარს აკეთებს:
“მეგობრებო, ბევრი კითხვა ისმის შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით – “საიდან გაჩნდა კაკო ასათიანი”. ფორამტი ქოცებმა შეთავაზეს ელჩებს. ალბათ ორი მიზეზით
1. ელჩები აწვებოდნენ და რაღაცა უნდა ექნათ.
2. “თემა დახურულია” განაცხადეს და აბა ოპოზიციას ხომ არ შეხვდებოდნენ. ამიტომ მოიგონეს ეს პარლამენტის სპიკერების ფორმატი. (დათო ბაქრაძე არაა თბილისში და გიგა ბოკერიამ ჩაანაცვლა). მერე უცბად აღმოაჩინეს რომ ენმ-ე მოტეხეს შეხვედრიდან. იფიქრეს, იფიქრეს და ენმს თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, დაამატეს, გეგონება ეს რაღაც მარადიული სტატუსია. ამასობაში კაკო ასათიანიც იპოვეს და დაპირდნენ დასაპირებელს.
ცალკე ინაშვილი დაადგა იქედან თოფით – თქვენ ვის გაუბედეთ მოტეხვაო, ოღონდ, ჰოი საოცრებავ, ირმა ჩვენსკენაა,თვალი არ ეცეს ცალკე მას და ცალკე ჩვენ. ასე წვალებითა და ვირეშმაკობით შეკოწიწდა ეს ფორმატი.
ამ პარლამენტის სპიკერთა კოჰორტამ ერთი რამ მაინც იცის კარგად, როგორ არ შეიტენოს და პირიქით აქეთ გატენოს მოლაპარაკებების ჩაშლა. ამდენად, უშედეგოდ თუ დასრულდა ქოცები გადაგდების სპირალის შემდეგ წრეზე ავლენ – ელჩებსაც გადააგდებენ. ჩვენ კი კანონპოექტს მაინც გავაგზავნით ოდირსა და ვენეციის კომისიაში. ასე რომ ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით