ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ელექტრო ველოსიპედი აჩუქა. საჩუქარი უკრაინის პრეზიდენტმა ტალინში შეხვედრისას მიიღო.
ველოსიპედზე დატანილია უკრაინისა და ესტონეთის დროშები და, წარწერა: “უკრაინის პრეზიდენტს, მის აღმატებულება ვოლოდიმირ ზელენსკის”.
აღნიშნული საჩუქარი უკავშირდება სერიალს “ხალხის მსახური”, რომელშიც მთავარი პერსონაჟის როლს გაპრეზიდენტებამდე ზელენსკი ასრულებდა. სერილის გმირი ვასილი გოლობოროდკო სამსახურში ველოსიპედით დადიოდა.