ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი საოკუპაციო რეჟიმს მათ მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ვიდეომიმართვას საქართველოში ესტონეთის საელჩო ავრცელებს.
“მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას დაუყოვნელივ გაათავისუფლოს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც სამედიცინო დახმარებას უწევს ადამიანებს იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ხელმისაწვდომი არ არის. ექიმი დადებულ ფიცს ასრულებს. თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს”, – ამბობს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.